en
ge

გლობალური გრანტების პროგრამა

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: საერთაშორისო განათლების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 21.12.2012
  • ბოლო ვადა: 25.02.2013
  • ბმული: http://jobs.ge/52529/
ფონდი "საერთაშორისო განათლების ცენტრი" და "ღია საზოგადოების ფონდები" (ნიუ იორკი) აცხადებენ გლობალური გრანტების პროგრამას უნივერსიტეტების პროფესორ - მასწავლებელთათვის.
აკადემიური საბატიკურის გრანტები:
საბატიკურის გრანტები ითვალისწინებს პროფესიულ განვითარებას ალტერნატიულ აკადემიურ გარემოში, სადაც პროგრამის მონაწილეებს ექნებათ ინტელექტუალური განვითარებისათვის შესაბამისი გარემო და თავისუფლება, ამასთან ერთად, იგულისხმება თანამშრომლობა აკადემიური ხელმძღვანელთან.
პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სწავლებისა და სასწავლო გეგმების შედგენის ინოვაციური მიდგომების განვითარება, ასევე, საერთაშორისო აკადემიურ ქსელებთან ხელმისაწვდომობის გაძლიერება და კონტაქტების გაღრმავება.
ყურადღება მიექცევა, თუ როგორ შეძლებს განმცხადებელი კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას, სამეცნიერო ნაშრომების/კვლევების სწავლების პროცესში გამოყენებას სწავლების პროცესის დახვეწის მიზნით.
განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
  • პროფესიული სტატუსი: შედარებით ახალბედა/ დამწყები აკადემიური პერსონალი, რომლის კარიერული მიზნები დაკავშირებულია უმაღლეს განათლებასთან
  • სრული აკადემიური პოზიცია - სრული განაკვეთი, ასევე, განიხილება განაცხადების არასრული განაკვეთებიც, რაც გულისხმობს სწავლებას რამდენიმე სასწავლებელში
  • სათანადო აკადემიური გამოცდილება სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში
  • მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (ან დოქტორანტურის ბოლო ეტაპი). ასევე, განიხილება მაგისტრის ხარისხის მქონე პირების განაცხადები, თუკი მათ აქვთ სწავლების სათანადო გამოცდილება.
საბატიკურის გრანტები იწყება 2013 შემოდგომაზე, გრძელდება 9 თვემდე და არ არის განახლებადი. პროგრამა არ ითვალისწინებს ოჯახის წევრების დაფინანსებას.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 2013.
წყარო:jobs.ge