ფონდი "საერთაშორისო განათლების ცენტრი" და "ღია საზოგადოების ფონდები" (ნიუ იორკი) აცხადებენ გლობალური გრანტების პროგრამას უნივერსიტეტების პროფესორ - მასწავლებელთათვის.
კვლევის/პუბლიკაციის გრანტები:
კვლევის/პუბლიკაციის გრანტები ითვალისწინებს მკვლევართათვის საჭირო ყველა
პირობის უზრუნველყოფას აკადემიური კვლევის ჩასატარებლად, რომელიც შემდგომ
გამოქვეყნდება რომელიმე რეფერირებულ საერთაშორისო გამოცემაში/ჟურნალში.
პროგრამა მიზნად ისახავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების
მიმართულებით არსებული კვლევების ხელშეწყობასა და მკვლევართა საერთაშორისო
მობილობის განვითარებას. პროგრამა ითვალისწინებს გამოცდილი აკადემიური
პერსონალისათვის კვლევაში ხელშეწყობას მსოფლიოს რომელიმე უმაღლეს
სასწავლებელში მაქსიმუმ 5 თვის ვადით.
განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
- ჰქონდეთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
- მუდმივი სასწავლო პრაქტიკა სრულ აკადემიურ პოზიციაზე
- უცხო ენის კარგად ცოდნა
- აკადემიური მიღწევები გამოქვეყნებული ნაშრომების ჩათვლით სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებაში
- კვლევითი პროექტის დამაჯერებელი და კარგად შედგენილი გეგმა
- მოწვევა მასპინძელი უნივერსიტეტიდან
უპირატესობა მიენიჭება ერთობლივ კვლევით პროექტებს, სადაც მონაწილე ჩართული
იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის მიმდინარე კვლევაში. პროგრამა არ
ითვალისწინებს ოჯახის წევრების დაფინანსებას.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 1 აპრილი, 2013.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ფონდი "საერთაშორისო განათლების ცენტრი". ჭოველიძის ქ. 10 . ტელ: 225 26 15.
წყარო:jobs.ge