en
ge

ტრენინგი: „საზოგადოებრივი ორგანიზაციის მართვის უნარები“

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: თემის განვითარების რესურს ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 10.03.2016
  • ბმული: http://cdrc.ge/ka/news/42/
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრი - CDRC საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის აცხადებს კონკურსს ტრენინგზე ”საზოგადოებრივი ორგანიზაციის მართვის უნარები” მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:
• მართვის ძირითადი ფუნქციები
• დაგეგმვის მნიშვნელობა
• დროის მართვა და მისი მეთოდები
• მართვის სტილი
• ეფექტური დელეგირება
• მოტივაციის თეორიები
• შიდა ორგანიზაციული კომუნიკაცია
• უკუკავშირის გაცემის პრინციპები
ტრენინგს წარუძღვებიან ორგანიზაციის კვალიფიციური ტრენერები.
წყარო: cdrc.ge