en
ge

კონკურსი „საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის“ ონლაინ კურსის შექმნაზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ონლაინ სასწავლო პროგრამისთვის „საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის"კურსის შექმნასა და გაძღოლაზე.

სამუშაო ითვალისწინებს

  • სასწავლო მოდულის შექმნას, 
  • ვიდეო ლექციების ჩაწერაში მონაწილეობას (8-10 ლექცია), 
  • სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, ტესტები, განსახილველი ქეისები, დავალებები , ტესტების და სხვა) უზრუნველყოფას და სწავლების პროცესის გაძღოლას (ინტერაქცია სტუდენტებთან, ფორუმში განხილვების და დისკუსიების სტიმულირება და მონაწილეობა, მიმდინარე და საბოლოო შეფასება, სტუდენტების ზოგადი „მენტორინგი"). 

კურსის ხანგრძლივობაა 2-დან 2.5 თვემდე. 

კურსი გაეშვება ორ ნაკადად.

ტექნიკურ საკითხებზე (ვიდეო ლექციების ჩაწერა, მონტაჟი, კურსის ატვირთვა ონლაინ პორტალზე და ა.შ) პასუხისმგებლობას იტოვებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

საბოლოო პროდუქტი

  • კურსის სილაბუსი (თანდართული ფორმის შესაბამისად);
  • კურსის მასალები, რაც მოიცავს საკითხავი ლიტერატურას, ტესტებს, განსახილველ ქეისებს, დავალებებს , ტესტების და სხვა დამატებით მასალას რასაც კურსის მენტორი ჩათვლის მიზანშეწონილად;
  • ვიდეო ლექციები.