en
ge

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2016“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროპის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 10.03.2016
  • ბმული: https://www.facebook.com/events/199067557126278/
თუ ხარ სტუდენტი, გსურს შენი ცოდნით და გამოცდილებით დაეხმარო სოციალურ საწარმოებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში და მიიღო მნიშვნელოვანი პრიზები, ან თავად შეიმუშავო სოციალური საწარმოების ბიზნეს-გეგმა და მიიღო დაფინანსება, შექმენი გუნდი და დაარეგისტრირე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი იძლევა სტუდენტების ცოდნის გაღრმავებისა და მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობას. კონკურსი ღიაა თბილისის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის და ის იმართება 2 ნომინაციაში: 1.ნომინაცია - ბიზნეს პროექტის შემუშავება და განხორციელება 2.ნომინაცია - ახალი სოციალური საწარმოს ბიზნეს-გეგმის შექმნა. თითოეულ ნომინაციაში მონაწილეობას მიიღებს 4 სტუდენტისაგან შემდგარი 12-12 გუნდი. გუნდების რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 მარტამდე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში