2015-2016 წლებში „მომხმარებელი.ჯი"-ს გუნდი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება" (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers). პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. ამ პროექტის ფარგლებში 2015 წლის 15 ოქტომბერს გამოცხადდა ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი მომხმარებელთა უფლებებზე.
კერძოდ, საკონკურსო მასალაში გაშუქებული უნდა იყოს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ან ინტერესების შელახვის კონკრეტული შემთხვევა. განხილული იყოს ამ დარღვევის შესაძლო მიზეზები, შედეგები, აღმოფხვრის გზები/საშუალებები. სასურველია აგრეთვე გაშუქდეს საზოგადოების დამოკიდებულება და მოლოდინები ასეთი დარღვევებისადმი და მათი აღმოფხვრის სხვადასხვა საშუალებებისადმი. სასურველია აგრეთვე გაშუქდეს, შეუწყობს თუ არა ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება.
გამარჯვებული საკონკურსო მასალის ავტორებისთვის დაწესებულია დიფერენცირებული ჯილდოები:
სატელევიზიო გადაცემა: 1 პრიზი, 2500 ევრო;
რადიო-გადაცემა: 2 პრიზი, 700 ევრო თითოეული;
ბეჭდური მედია-ნამუშევარი (საგაზეთო ან ჟურნალის სტატია, კომიქსი): 3 პრიზი, 300 ევრო თითოეული;
ინტერნეტ მედია-ნამუშევარი: 3 პრიზი, 150 ევრო თითოეული.
წყარო: www.momxmarebeli.ge