en
ge

მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი" საქართველოში მეხუთედ გამართავს ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენას.გამოფენა გაიმართება 26 მარტს (12:00–16:00 სთ) სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში (თავისუფლების მოედანი 4).ღონისძიების მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში და ასევე ახალგაზრდების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი ორგანიზაცია, მონაწილე ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებსა და მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართავენ მსურველებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში