en
ge

კონკურსი მოსწავლეებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: http://www.momxmarebeli.ge/?menu=304&rec=6931
2016 წლის 8 მარტიდან 23 აპრილის ჩათვლით საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი აცხადებს ესეების კონკურსს საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
1. პირველი ეტაპი გაგრძელდება 8 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის დახმარებით, უნდა აირჩიონ მათთვის საინტერესო თემა ქვემოთ განთავსებული დამატებითი სახელმძღვანელოდან და დაწერონ 400-700 სიტყვიანი ესე.
ესე უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, მისამართზე liatodua@csrdg.ge . მასთან ერთად აგრეთვე უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: მოსწავლის სახელი-გვარი და საკონტაქტო ტელეფონი, მასწავლებლის სახელი-გვარი და მობილური ტელეფონის ნომერი, სკოლის ნომერი და მისამართი.
ესეს გამოგზავნის შემდეგ დაელოდეთ საპასუხო წერილს - დადასტურებას იმის თაობაზე, რომ თქვენი ნაშრომი განსახილველად მიღებულია. თუ ასეთი დადასტურება არ მიიღეთ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო ქიტუაშვილს, მობ: 577760572.
წყარო:momxmarebeli.ge