en
ge

ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ზრდასრულთა განათლების ქსელი
  • დაწყების თარიღი: 15.03.2016
  • ბოლო ვადა: 25.11.2016
  • ბმული: http://jobs.ge/110349/
ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად ზრდასრულთა განათლების თემაზე. ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების (ფორმალური და არაფორმალური) შესახებ. კონკურსში განსახილველად მიიღება 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე) თემაზე: "საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები". საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს ზრდასრულთა განათლების ექსპერტებისა და ჟურნალისტების ჯგუფი.
საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ნოემბერი.
კონკურსში გამარჯვებულისთვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა დააწესა ჯილდო - 1000 ლარი.
წყარო:jobs.ge