კონკურსის მიზანია - ხელი შეუწყოს ადგილობრივი დემოკრატიის განხორციელებაში მოსახლეობის როლის ზრდას.
კონკურსის პირობები - კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს; კონკურსანტებს შესაძლებლობა აქვთ 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნონ მაქსიმუმ სამი ნამუშევარი, მათ შორის:1.ვიდეო - სიუჟეტი (სადაც იქნება ინფორმაცია ერთის მხრივ, ქუთაისში არსებული პრობლემის შესახებ და მეორეს მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხედვა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებსა და ვადებთან დაკავშირებით) 2.ვიდეო-სიუჟეტი (ინფორმაცია ქუთაისის განვითარების ხედვის შესახებ)დაწერილი აზრი (ინფორმაცია ქუთაისის განვითარების ხედვის შესახებ)
წყარო: letstalk.ge