პროექტის „ჩემი, შენი, მათი სათქმელი"ფარგლებში ცხადდება საპროექტო ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსი
კონკურსის მიზანია: შეარჩიოს 15 აქტიური ახალგაზრდა, რომლებიც დაინტერესებული არიან ხელი შეუწყონ ადგილობრივი დემოკრატიის განხორციელებაში მოსახლეობის როლის გაზრდას.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის იდეას წარმოადგენს ქალაქის მაცხოვრებლების როლის გაზრდა ადგილობრივი დემოკრატიის განხორციელებაში, მხარეებს შორის დიალოგის გაძლიერების გზით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება საიტი (Let’s talk), სადაც განთავსდება ინფორმაცია ქალაქში არსებულ პრობლემებზე, ასევე საიტზე განთავსდება პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ მოსახლეობის ხედვა.
საიტის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, კონკურსის შედეგად შერჩეული 15 აქტიური ახალგაზრდა, გაივლის საგანმანათლებლო კურსს და მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ჩართვისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას.
წყარო:letstalk.ge