en
ge

საგრანტო კონკურსი დანაშაულის ეფექტური პრევენციის მიზნით

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: დანაშაულის პრევენციის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 23.03.2016
  • ბოლო ვადა: 03.04.2016
  • ბმული: http://jobs.ge/110960/
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს დანაშაულის ეფექტური პრევენციის მიზნით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, დანაშაულის მეორე დონის პრევენციისა და განრიდების და მედიაციის პროგრამებს. აღნიშნული პროგრამები უზრუნველყოფს ბენეფიციართა რესოციალიზაციის მხარდაჭერას მათთვის საჭირო სერვისების შეთავაზების გზით.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს როგორც პირველად, ასევე განმეორებით დანაშაულის პრევენციას. დაგეგმილი პროექტები ემსახურება სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარების - ყოფილი პატიმრების, განრიდებული და დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი პირების რესოციალიზაციის მხარდაჭერას მათთვის ისეთი სერვისების შეთავაზების გზით, რომელიც ხელს შეუწყობს მათი უნარების განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, ანტისოციალური ქცევის პრევენციას, დანაშაულებრივი ქმედების გააზრებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაანალიზებას.
წყარო:jobs.ge