en
ge

ჟურნალისტების კონკურსი თემაზე „საგზაო უსაფრთხოება E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას E-60 მაგისტრალის თბილისი-ფოთი მონაკვეთზე და მის მიმდებარედ.
პროექტის ფარგლებში ცხადდება ჟურნალისტების კონკურსი თემაზე „საგზაო უსაფრთხოება E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ ნებისმიერ მედია საშუალებაში დასაქმებულ ჟურნალისტებს.
საკონკურსო მასალად მიიღება 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ივნისამდე გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიები ან სიღრმისეული ტელე/რადიო სიუჟეტები.
სამივე კატეგორიაში გამოვლინდება 3-3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებითა და სერტიფიკატებით. მთავარი პრიზი - ლეპტოპი სამივე კატეგორიის პირველადგილოსნებისათვის.
კონკურსისა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ შესაძლებელია კონსულტაციების მიღება.
საკონტაქტო პირი: თამთა ჯაფარიძე
5 98 46 22 45
ელ ფოსტა:tamtasafedrive@gmail.com; safedrivegeo@gmail.com
წყარო: „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"