en
ge

მწერალი/მხატვარი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სან დიეგოს სახ. უნივერსიტეტი - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 31.03.2016
  • ბოლო ვადა: 15.04.2016
  • ბმული: http://jobs.ge/111514/
უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთოთ უპრეცედენტო პროექტში, ისწავლოთ და იმუშაოთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომიქსის ავტორებთან!
თუ ხართ სკოლის მოსწავლე ან სტუდენტი, გიყვართ ხატვა/წერა და გსურთ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების მიღება, გთავაზობთ ანაზღაურებად სამსახურს კომიქსის პროექტში მხატვრის ან მწერლის პოზიციაზე. პროექტს ახორციელებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტები, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით.
შევქმნათ გმირი: პროექტი სოციალური ცვლილებისთვის საქართველოში.
მიზანი: ნიჭიერი მხატვრებისა და მწერლების ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს პროექტზე და შექმნის კომიქსს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე.
ამერიკის საელჩო პროექტის ფარგლებში იწვევს მხატვარ დეივიდ მეკს, მწერალ ვან ჯენსენსა და ქართული კომიქსის ,ამირანი" შემქმნელს ნიკოლოზ ხომასურიძეს. ისინი ჩაატარებენ ტრენინგებს მაისსა და ივნისის ბოლოს და დაეხმარებიან პროექტში ჩართულ მონაწილეებს, საბოლოო სახე მისცენ ახალ ქართულ კომიქსს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია Word-ის ფაილით 15 აპრილამდე და დამატებითი ინფორმაციისთვისაც მოგვმართეთ მეილზე: geocomicbook@gmail.com
წყარო:jobs.ge