თუ შენ სკოლის მოსწავლე ხარ და გაქვს საინტერესო იდეა, თუ როგორ გახადო შენი სკოლა, საზოგადოება და გარემო უფრო ინკლუზიური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანატოლებისა და ახალგაზრდებისთვის და ამისთვის გჭირდება დაფინანსება, მაშინ შენ შეგიძლია გამოიყენო ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მოცემული უნიკალური შესაძლებლობა და მონაწილეობა მიიღო მცირე გრანტების კონკურსში. ამისათვის შეავსე საპროექტო განაცხადის ფორმა და მოამზადე მოკლე, 1-2 წუთიანი სამოტივაციო ვიდეო შენს მეგობრებთან ერთად, მოიპოვე გრანტი და განახორციელე შენი იდეა. გაითვალისწინე, რომ კონკურსში მონაწილეობას მისაღებად დაგჭირდება სკოლის დირექტორის თანხმობის წერილი პროექტის განხორციელების შესახებ.
მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფებს ტყიბულის, წყალტუბოს, თერჯოლას, ბაღდათის, ზესტაფონისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ის ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს 14-დან 19 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, მათ ინკლუზიას სკოლასა და თემში.
საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 აპრილი.
სააპლიკაციო ფორმების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.pin.ge
წყარო:pin.ge