en
ge

ჟურნალისტთა ნამუშევრების კონკურსი შშმპ უფლებების დაცვაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: KEDEC
  • დაწყების თარიღი: 08.04.2016
  • ბოლო ვადა: 25.12.2016
  • ბმული: http://jobs.ge/112050/
"ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი", ევროკავშირის მხარდაჭერით, 2013 წლიდან ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების საპილოტე პროგრამას. 2015 წლიდან, იმერეთში მიღებული გამოცდილების გავრცელების მიზნით შშმ პირების პროფესიული განათლების და დასაქმების მხარდამჭერი საქმიანობა თბილისში, აჭარასა და კახეთის რეგიონებშიც დაიწყო. გარდა შშმ პირებთან მუშაობისა, პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე, "შეზღუდული შესაძლებლობის" ნაცვლად, "უნიკალური შესაძლებლობის" მაგალითების წინ წამოწევაზე მიმართულ აქტივობებსაც ახორციელებს.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ:
პროექტის ფარგლებში, "ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" იწვევს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თემაზე.
წყარო:jobs.ge