en
ge

მოზარდებისთვის 3 წუთიანი ვიდეო-გაკვეთილების კონკურსი

13 დან 18 წლამდე სასკოლო ასაკის მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ მობილური ტელეფონით გადაიღონ ჯანსაღი სასკოლო საგზალის მომზადების პროცესი და მოიგონ სხვადასხვა პრიზები.
ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა იწვევს 13-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიიღონ მობილური ტელეფონით გადაღებული 3 წუთიანი ვიდეო გაკვეთილების კონკურსში, თემაზე „ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის". კონკურსის მონაწილეებმა თავად უნდა მოამზადონ საკუთარი საგზალი (ლანჩ ბოქსი) გამოიყენონ ჯანსაღი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები და მოიფიქრონ მრავალფეროვანი მენიუ. კონკურსი გაიმართება 2016 წლის 8 აპრილიდან 2016 წლის 10 მაისამდე.
მონაწილეებმა საკონკურსო ვიდეო უნდა ატვირთონ საკუთარი იუთუბის არხზე და გამოგვიგზავნონ შესაბამისი ლინკი ელ.ფოსტის მისამართზე foodfsn2015@gmail.com.
კონკურსანტების ვიდეო აიტვირთება ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდზე „ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა". სამი გამარჯვებულიდან მესამე ადგილი გამოვლინდება ფეისბუქის მოწონებების რაოდენობის მიხედვით, დანარჩენ 2 გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური. ერთ მონაწილეს მხოლოდ ერთი ვიდეოს გამოგზავნის უფლება აქვს. ყალბი მოწონებების მქონე ვიდეოს ავტორები ავტომატურად გამოეთიშებიან კონკურსს.
საკონკურსო ვიდეოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი. გამარჯვებულები დასახელდებიან ოქსფამის ფეისბუქის გვერდზე 2016 წლის 16 მაისს.
წყარო: media.ge