en
ge

საერთაშორისო კინოფესტივალი Giffoni Georgia 2016

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2016 წლის 24-26 ივნისს (3 სრული დღე), თბილისში ჩატარდება საერთაშორისო კინოფესტივალი Giffoni Georgia 2016, რომელშიც 6 ქვეყნის 350 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს.