გაცნობებთ, რომ მსოფლიო რბენაზე-ზე რეგისტრაცია აქტიურ ფაზაში შევიდა და მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.wingsforlifeworldrun.com . მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, სასურველია, რომ დაიჭიროთ თადარიგი და უკვე დაიწყოთ გუნდის შედგენა. ყველაზე მასშტაბური და ხმაური სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run 8 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან, საქართველოს დროით 15:00 საათზე გაიმართება. 2016 წლის მსოფლიო რბენაში, საქართველოში, წელს 5000 მორბენალი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეების რეგისტრაცია გაგრძელდება ლიმიტის ამოწურვამდე.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით.
კორპორატიული რეგისტრაციის შემთხვევაში, ორგანიზაცია ქმნის გუნდს და შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს თავისი უწყება ბრენდირებული მაისურებით, ან სხვა კორპორატიული აქსესუარით. მონაწილეობის საფასური ერთ ადამიანზე შეადგენს 30 ლარს და პირდაპირ ირიცხება Wings for Life ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
კორპორატიული გუნდების რეგისტრაციის 2 ფორმა არსებობს:
1. ორგანიზაცია იხდის თანამშრომლების რეგისტრაციის საფასურს ინვოისის საფუძველზე (ამ შემთხვევისთვის, მიმაგრებული დოკუმენტში არის სარეგისტრაციო ბლანკი, რომელიც უნდა შეავსოთ მონაწილეების მონაცემებით)
2. თანამშრომლები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად და რეგისტრაციის დროს უთითებენ სამუშაო ადგილს (ამ შემთხვევისთვის, ახდენთ თანამშრომლებში კოორდინაციას, რა სახელით დარეგისტრირდნენ, რომ ბაზაში ერთ გუნდად იდენტიფიცირდნენ)
მნიშვნელოვანია, 2015 წლის ღონისძიებისთვის რეგისტრაცია, მსოფლიო რბენამდე 2 კვირით ადრე 5000-იანი ლიმიტის ამოწურვისთანავე დასრულდა.
მონაწილეების 80%-ს კორპორატიული გუნდები შეადგენდნენ. (წარმომადგენლები 130 ორგანიზაციიდან (სახელმწიფო/კერძო სექტორი); ღონისძიებას, გულშემატკივრების ჩათვლით, ადგილზე 10000 ადამიანი დაესწრო, ლაივსტრიმზე კი 8000-მდე მაყურებელი დაფიქსირდა.
გასული ღონისძიების შემაჯამებელი ვიდეო-რგოლი იხილეთ აღნიშნულ ბმულზე: https://bulldrive.redbull.com/fl/VGMRk7BHTt#folder-link/
პროექტთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
თინათინ სამყურაშვილი - 555656705 t.samkurashvili@gepra.ge
თეონა ხმელევსკი - 595330533 t.khmelevski@gepra.ge
Wings for Life მსოფლიო რბენა მე-3 წელია ტარდება, რომლის უნიკალურობას მასშტაბურობა და ფორმატი განსაზღვრავს.
ღონისძიება აერთიანებს 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას, ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!
(რბენა მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება - ყველა მორბენალს აქვს ერთი სტარტი და განსხვავებული ფინიში. მსოფლიო რბენის დასრულებისას გამოვლინდებიან ადგილობრივი და მსოფლიო გამარჯვებულები. საქართველოში გაიმარჯვებს ის ქალი და მამაკაცი, რომელსაც ყველაზე ბოლოს დაეწევა ე.წ. „Catcher Car” – მოძრავი ფინიშის მანქანა; გლობალური გამარჯვებულები კი გახდებიან მორბენლები რეკორდული მაჩვენებლით მთელი მსოფლიო შედეგების გათვალისწინებით.
მსოფლიო რბენის მიზანია, Wings for life ფონდისთვის თანხების მოძიება, შესაბამისად რეგისტრაციიდან და სპონსორობიდან შემოსული თანხის 100% ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდში ირიცხება (სამეცნიერო და კლინიკური კვლევების დაფინანსება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაავადების განკურნების გზების აღმოჩენისა და გლობალური პრობლემის მოგვარების მიზნით)
2015 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა.