სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, პროექტის „მართე შენი ქალაქის" ფარგლებში აცხადებს ახალგაზრდების მიღებას.
პროექტის მიზანია მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა თვითმმართველობის საქმიანობაში. ბათუმის 13 უბანში შეირჩევა 26 ახალგაზრდა, რომელიც გაივლის ტრენინგკურსს: „თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა". ასევე, ახალგაზრდები უბნების მიხედვით ჩაატარებენ საჯარო შეხვედრებს და შეიმუშავებენ 13 ინიციატივას თვითმმართველობაში წარსადგენად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მონაწილეობითი თვითმმართველობის დანერგვას.