ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)".
კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე საფრანგეთის მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან.
კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თანამშრომლობის არსებობა, რის შედეგადაც უნდა არსებობდეს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია.
საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს.
ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5 000-დან 10 000 ევრომდე.
CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 2 ივნისი.
წყარო: ფონდის ვებგვერდი