ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: "მიწის საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციები და თანმდევი პრობლემები;
- ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე;
- შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე;
- სატყეო ტერიტორიებზე მიწათსარგებლობის პრობლემური საკითხები;
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ტყის კოდექსის ახალი პროექტი და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემური საკითხი.
წყარო: greenalt.org