ცხადდება კონკურსი მინი-გრანტების რეალიზებაზე პროექტ „ჰუმრას" ფარგლებში. კონკურსი ისახავს მიზნად ადამიანის უფლებების იმიჯის გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებებსი სფეროში განათლების დონის გაზრდას, ასევე კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა დაინტერესების გაზრდას სოციალურად მნიშვნელოვანი თემებით.
მინი-გრანტები გამოიყოფა პროფესიონალური ანიმაციის შექმნაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ანიმაციის, როგორც დემოკრატიზაციის პროცესების ვექტორის გამოყენებას, ასევე მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების როლის გაზრდას, შერიგებისა და კონფლიქტების დარეგულირების დარგში.
წყარო: www.acicc.ge