en
ge

იდეების კონკურსი სოც. საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CSRDG
  • დაწყების თარიღი: 16.05.2016
  • ბოლო ვადა: 16.06.2016
  • ბმული: http://jobs.ge/114440/
"იდეების კონკურსი" - სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
სოციალური მეწარმეობა - ბიზნესი სოციალური მისიით - საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და არბაითერ სამარიტერ ბუნდი საქართველო, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალთან" პარტნიორობით აცხადებს "იდეების კონკურსს" სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში. სოციალური მისიის მქონე, ინოვაციური ბიზნეს იდეის ავტორებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 2 ეტაპიან საგრანტო კონკურსში და საკუთარი იდეა აქციონ რეალობად.
წყარო:jobs.ge