2014 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება" (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers) განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
წყარო: jobs.ge