ააიპ "მარიანი" დაფუძნდა 2012 წელს. ორგანიზაციის მიზანია უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა. "მარიანის" ძირითად ამოცანებს წარმოადგენს გარემოს ხელმისაწვდომობის გაზრდა, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება, სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და სხვა.
წყარო: jobs.ge