სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, გაეროს დემოკრატიის ფონდის
(UNDEF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "მოქალაქე ჟურნალისტები
გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის". პროექტის საქმიანობაში
ჩართული იყო 22 ჟურნალისტი საქართველოს 11 ქალაქიდან, რომლებმაც
კოორდინირებულად გააშუქეს როგორც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების წინა პერიოდი, ასევე, არჩევნების დღე. წინასწარი გეგმის
მიხედვით, არჩევნების თემაზე 110 სტატია უკვე დაიწერა და გამოქვეყნდა.
ამჟამად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს 3 საგაზეთო სიღრმისეულ რეპორტაჟზე,
რომლებიც ვრცლად ასახავენ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს (შესაძლებელია,
მასალებში მოხვდეს როგორც არჩევნების წინა პერიოდი, ასევე - არჩევნების
დღე და შემდგომი პერიოდიც).
წყარო:jobs.ge