აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) პროგრამის "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" ფარგლებში აცხადებს უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოში აკრედიტებულმა ყველა
უნივერსიტეტმა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომელსაც აქვს
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. საგრანტო პროგრამის მიზანია,
გააუმჯობესოს უმაღლეს სასწავლებლებში საჯარო პოლიტიკის, საჯარო
ადმინისტრირების, პოლიტიკური მეცნიერებების და სხვა მომიჯნავე
დისციპლინების სწავლების ხარისხი.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.
საპროექტო განაცხადების შეტანა ხდება ინგლისურ ენაზე.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა: ღია.
წყარო: jobs.ge