"ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი" აცხადებს განცხადებების მიღებას ტრენინგში "ადამიანის უფლებები ყველასთვის"
მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებათა
სწავლების დღესდღეობით მსოფლიოში არსებულ საუკეთესო მეთოდიკაზე - ევროპის
საბჭოს ოფიციალურ სახელმძღვანელოებში "კომპასი" და "კომპასიტო" მოცემულ
მეთოდიკაზე, რომელთა ქართულ ვერსიაზე საავტორო უფლებას ფლობს "ადამიანის
უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი". სახელმძღვანელო "კომპასი"
გათვალისწინებულია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უწევთ ადამიანის უფლებათა
სწავლება 14-დან 21 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის, ხოლო სახელმძღვანელო
"კომპასიტო" - იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უწევთ ბავშვის უფლებების
სწავლება 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
წყარო: jobs.ge