en
ge

კონკურსი მცირებიუჯეტიანი პროექტების წასახალისებლად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: „კავკასიური სახლი”
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 20.07.2016
  • ბმული: http://caucasianhouse.ge/siakhleebi/culture-calendar/
,,კავკასიური სახლის” პროექტი ,,კულტურის კალენდარი” 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება „კავკასიური სახლის" საგამოფენო დარბაზსა თუ ეზოში.
უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა წრე – ლექციების ციკლი აზერბაიჯანელი მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის.
2015 წლიდან ”კავკასიური სახლის” პროგრამის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა და მის ფარგლებში 23 პროექტი დაფინანსდა. სასიხარულოა, რომ გრანტები მიიღეს ორგანიზაციებმა რეგიონებშიც, რამაც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა საქმიანობა ადგილებზე.
ამ ეტაპზე, კონკურსის – „კულტურის კალენდარი" – ფარგლებში დაფინანსდება კულტურის მცირებიუჯეტიანი (500 ლარის ოდენობით) ინიციატივები, ერთჯერადი ღონისძიებები: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.
წყარო: caucasianhouse.ge