en
ge

ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი OpenART 2017

ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი OpenART 2017 იწყებს განაცხადების მიღებას. კონკურსი წარმოადგენს საჯარო ხელოვნების ყველაზე დიდ ბიენალეს სკანდინავიაში, რომელიც შვედეთში, ქალაქ ერებრეში (Örebro) ჩატარდება.
კონკურსის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები მთელი მსოფლიოდან გამოფენილი იქნება სხვადასხვა ურბანულ სივრცეში, რაც ქალაქს გიგანტურ გამოფენად აქცევს. პროექტის მონაწილე ხელოვანებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი ნამუშევრები უზარმაზარ აუდიტორიას წარუდგინონ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 2 აგვისტო.
წყარო:კულტურის სამინისტროს ვებგვერდი