en
ge

გამოცხადდა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2016 წლის საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზნებია:
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:
ა) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას;
ბ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების ხელშეწყობას, განვითარებასა და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას საერთაშორისო მასშტაბით;
გ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა კვლევითი ცენტრებს, ჯგუფებსა და ინდივიდუალურ მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას;
წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი