"საქართველო - ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (NEO)
მოთხოვნა საგრანტო განაცხადზე (RFA) #017
ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარების მიზნით
NEO აცხადებს განაცხადების მიღებას შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარების მიზნით.
NEO პროექტის მიზანია ფერმერთა მომსახურების ცენტრების ორგანიზაციული
შესაძლებლობების გაზრდა და შემდგომში, ცენტრების მიერ კვალიფიციური
კონსულტაციების, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვის და, ასევე,
პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზება NEO-ის სამიზნე თემებში მცხოვრები
ფერმერებისათვის. ქვემოთ მოცემულ სამუშაოს აღწერილობაში წარმოდგენილია
ინფორმაცია NEO-ის პროექტის და მისი მიზნების წარმატებით შესრულებისათვის
საჭირო ამოცანების შესახებ. გრანტ(ებ)ის გადაიცემა და განხორციელდება
USAID-ისა და აშშ–ის მთავრობის წესების შესაბამისად.
წყარო: jobs.ge