ქალთა ფონდი საქართველოში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით
ახორციელებს პროექტს - "Women's Rights - Art in Action", რომლის მიზანიცაა
ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის
გაზრდა.
კონკურსი ქალი არტისტებისთვის - გამოფენა – ქალთა სექსუალური უფლებები.
პროექტის ფარგლებში ქალთა ფონდი იწყებს ქალთა საკითხებისადმი ცნობიერების
ამაღლების კამპანიას, რომელიც უკავშირდება V-Day-ს. V-Day გლობალური
მოძრაობაა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 1998
წელს დაიწყო და უკავშირდება ცნობილი დრამატურგისა და აქტივისტის, "ვაგინა
მონოლოგების" ავტორის, ივ ინსლერის სახელს.
პროექტის ფარგლებში ქალთა ფონდი გეგმავს გამოფენის მოწყობას ქალთა
სექსუალური უფლებებისა და გამოცდილებების თემაზე. გამოფენა გაიხსნება 2013
წლის 17 თებერვალს და გაგრძელდება 1 კვირის განმავლობაში. გამოფენაზე
წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრები (ფოტო,
ვიდეო, ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, პოსტერი, შერეული მედია, სხვა).
მონაწილეობის მიღების მსურველებს შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ნამუშევრები (ფოტო ან ვიდეო მასალა) შემდეგ მისამართზე: womenfundgeo@gmail.com
და გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ სიტყვა "გამოფენა". ფონდი
დაფარავს გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენისთვის მოსამზადებელ ხარჯებს.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 31 იანვარი. გადაწყვეტილება ამორჩეული ნამუშევრების შესახებ ცნობილი გახდება 5 თებერვალს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
საკონტაქტო პირს:
ანა ჭილაძე
ქალთა ფონდი საქართველოში
599 46 53 23
წყარო: jobs.ge