en
ge

საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკის პროგრამა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 08.09.2016
  • ბმული: http://www.mes.gov.ge/content.php?id=6572&lang=geo
სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Seoul National University) მსურველებს სთავაზობს საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
აღნიშნულ პროგრამებში სწავლის საფასურს სრულად ფარავს მიმწვევი მხარე. პროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას, კორეაში ჩასვლის ავიაბილეთსა და სტუდენტთა უფასო სამედიცინო დაზღვევას.
განაცხადების მიღება 2016 წლის 1 აგვისტოდან 8 სექტემბერის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ელექტრონული განაცხადის წარდგენის ვადა 31 აგვისტოს იწურება, ხოლო დოკუმენტების დედნები უნივერსიტეტს ფოსტის საშუალებით უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს 8 სექტემბრისა.
სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე:
წყარო: განათლების სამინისტრო