en
ge

მოწვევა პარტნიორობაზე - ბავშვთა დღის ცენტრი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: World Vision
  • დაწყების თარიღი: 30.08.2016
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: http://jobs.ge/119855/
"World Vision საქართველო"
ბავშვთა დღის ცენტრი მშობელთა მხარდასაჭერად
მდებარეობა: კახეთის რეგიონი, ქ. თელავი
ვაკანსია: ადგილობრივი პარტნიორი ბავშვთა დღის ცენტრი - მშობელთა მხარდასაჭერად
ორგანიზაცია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია, ან არასამთავრობო ორგანიზაცია მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე, ან ორგანიზაცია მომუშავე ბავშვთა საკითხებზე
დაწყების თარიღი: აგვისტო, 2016
დასრულების თარიღი: ოქტომბერი, 2016
ხანგრძლივობა: 2,5 თვე
"ვორლდ ვიჟენ" საქართველო არის საერთაშორისო, განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ბავშვებთან, ოჯახებთან და თემთან მუშაობა სიღარიბის და უსამართლობის დაძლევის მიზნით. 1996 წელს ვორლდ ვიჟენმა გახსნა ოფისი თბილისში.
20 წლიანი მუშაობის პროცესში ვორლდ ვიჟენ საქართველო ცდილობს გააძლიეროს ბავშვთა კეთილდღეობა და ხელი შეუწყოს ჯანსაღი, აქტიური, ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების განვითარებას ბავშვებისათვის.
"ვორლდ ვიჟენი" უპირატესობას ანიჭებს ჰოლისტურ მიდგომას, სადაც ბავშვის კეთილდრეობა უშუალო კავშირშია ოჯახის, საგანმანათლებლო დაწესებულებების და თემის გაძლიერებასთან. ვორლდ ვიჟენი მუშაობს სამი სტრატეგიული მიმართულებით: ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა; ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება და ბავშვთა ადრეული განვითარება.
სამივე პროგრამა სენზიტიურია ყველაზე მოწყვლადი ბავშვების საჭიროებების მიმართ, როგორიცაა ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობებით და სპეციალური საჭიროებებით, ეთნიკური უმცირესობების ოჯახებიდან, სოციალურად გარიყული და მოწყვლადი ოჯახებიდან.
"ვორლდ ვიჟენი" უმკლავდება გამოწვევებს იმ ოთხ რეგიონში, სადაც კვლევის შედეგად დაფიქსირდა ყველაზე რთული სოციალური და ეკონომიკური პირობები, რომლებიც ხელს უშლის ბავშვების და ახალგაზრდების ჯანმრთელ და მასტიმულირებელ განვითარებას და მათ კეთილდრეობას. ეს რეგიონებია: კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი და გლდანი-ნაძალადევის რაიონი თბილისში. აღნიშნულ რეგიონებში "ვორლდ ვიჟენი" ახორციელებს სამხარეო განვითარების პროგრამებს სამივე სტრატეგიული მიმართულებით. რეგიონალური ოფისები საშუალებას აძლევს პროგრამას უშუალოდ იყოს დაკავშირებული ადგილობრივ მოსახლეობასთან და ეფექტურად უპასუხოს მათ საჭიროებებს; დაგეგმოს აქტივობები თემთან დიალოგის საფუძველზე და რაც მთავარია ადგილობრივი რესურსების გაძლიერების გზით უზრუნველყოს მდგრადობა.
წყარო:jobs.ge