en
ge

ამერიკული ბანაკი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურსცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
15 აგვისტოს AMERICAN CAMP საზაფხულო სეზონს ხსნის. დაბა ბაკურიანში 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება AMERICAN CAMP . ვიწვევთ მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდებს. ბანაკში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინგლისურენოვანი სესიები, ასევე ჩატარდება სესიები ქართულ ენაზე. სესიებს ჩაატარებენ პროგრამა FLEX კურსდამთავრებულები. სწორედ ჩვენი ტრენერების საშუალებით გაიგებთ თუ როგორ მიიღონ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და რა ახალგაზრდული შესაძლებლობები არსებობს საქართველოში. საღამოობით შემოგთავაზებთ გასართობ ღონისძიებებს!!! გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები ჩვენთან ერთად და აქციეთ დაუვიწყარ მოგონებად!
კეთილმოწყობილი სასტუმრო, სამჯერადი კვება და სასწავლო პროცესის თანხა 10 დღის განმავლობაში 500 ლარს შეადგენს.
რეგისტრაცია დაწყებულია! დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით-595339181