en
ge

ტრენინგი ამომრჩეველთა ინფორმირებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის
  • დაწყების თარიღი: 11.08.2016
  • ბოლო ვადა: 17.08.2016
  • ბმული: http://jobs.ge/120722/
ა(ა)იპ სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის ახორციელებს პროექტს "ამომრჩეველთა ინფორმირება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის" საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ქალაქ გორსა და გორის რაიონში ამომრჩეველთა სოციალური განწყობის გაუმჯობესება, ამომრჩევლის განათლება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლება და ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა.
ტრენინგი ჩატარდება ქობულეთში 2016 წლის 19-27 აგვისტოს.
ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია გორსა და გორის რაიონში მცხოვრებ საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეებს.
წყარო:jobs.ge