„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის” პროექტი - „გავერთიანდეთ ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად და ქალებისა და გოგონების გასაძლიერებლად საქართველოს უკეთესი მომავლისთვის” - მიზნად ისახავს ძალადობის პრევენციისა და შემდგომი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავებას, ასევე ოჯახური ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას და ქალებისა და გოგონების გაძლიერებას პოზიტიური ცვლილებების სტიმულირებისთვის საქართველოში. ღონისძიებების დიდი ნაწილი შემუშავებულია თანაბარი შესაძლებლობებისა და შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ოჯახური ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფთა და მსხვერპლთა დახმარება; საგანმანათლებლო კამპანიებს - ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების და დამოკიდებულების შეცვლის მიზნით; ქალთა სათემო ინიციატივების ფინანსურ მხარდაჭერას; სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების განვითარებას, ოჯახური ძალადობისა და გენდერზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, და ა.შ.
წყარო: jobs.ge