en
ge

მიღება ონლაინ სასწავლო პროგრამებზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ონლაინ სასწავლო პროგრამებზე მიღებას. თუ ხართ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი ან საჯარო მოხელე და გაქვთ სურვილი გაიღრმავოთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ–ჩვევები, საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, გაიაროთ ონლაინ სასწავლო პროგრამები: 

  • სოციალური კვლევის მეთოდები; 
  • საჯარო პოლიტიკის ანალიზი; 
  • ადვოკატირება და ლობირება; 
  • საჯარო ფინანსები; 
  • ეკონომიკის საფუძვლები; 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 2016 წელი. 

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. 

აპლიკაცია... 

ან მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია შეხვედრებზე: 

  • 13 სექტემბერი, 14:00 საათი, გორი, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; 
  • 16 სექტემბერი, 14:00 საათი, თელავი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; 
  • 20 სექტემბერი, 13:00 საათი, ქუთაისი, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; 
  • 21 სექტემბერი, 13:00 საათი, ოზურგეთი, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; 
  • 22 სექტემბერი, 13:00 საათი, ბათუმი, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; 
  • 23 სექტემბერი, 13:00 საათი, ზუგდიდი, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.