en
ge

კონკურსი ვიდეოს დამზადებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 23.01.2013
  • ბოლო ვადა: 31.01.2013
  • ბმული: http://jobs.ge/53507/
"ქალთა ფონდი საქართველოში" ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "Women's Rights - Art in Action", რომლის მიზანიცაა ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში "ქალთა ფონდი" იწყებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას 8 მარტთან, ქალთა საერთაშორისო დღესთან, დაკავშირებით. ამ დღეს მთელ მსოფლიოში ქალთა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მიღწევებს აღნიშნავენ. ქალთა ფონდიც უერთდება ამ საერთაშორისო დღესასწაულს და გეგმავს ღონისძიებას - "ქალთა მოძარაობა და სოციალური ცვლილებები", რომლის ფარგლებშიც მოეწყობა საჯარო დისკუსია ქალთა უფლებებზე აქტივისტებისა და მკვლევარების მონაწილეობით.
სპეციალურად ამ დღისთვის "ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს კონკურსს ქალი არტისტებისთვის ვიდეოს მომზადებაზე, რომელმაც უნდა ასახოს ქალთა მოძრაობის მიღწევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
წყარო: jobs.ge