en
ge

საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში

საფრანგეთის საელჩო საქართველოში აწესებს საფრანგეთის საელჩოს პრემიას ადამიანის უფლებების დარგში, რომლის გადაცემაც მოხდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. პრემია გადაეცემა ქართულ ასოციაციას, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად და იგი მოიცავს 1000 ევროს ოდენობის თანხას.
აღნიშნული პრემია მიზნად ისახავს დააჯილდოვოს იმ ასოციაციის საქმიანობა, რომელმაც 2016 წლის განმავლობაში ერთი ან რამდენიმე გამორჩეული ქმედება განახორციელა ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. უფრო ზოგადად, ეს პრემია იმ ფუნდამენტური როლის აღიარებაა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ასრულებენ.
წარდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 27 ოქტომბრის 17 სთ-მდე (ადგილობრივი დროით).
წყარო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში