en
ge

ნიდერლანდების სასტიპენდიო პროგრამის სპეციალური ტრენინგ-კურსი

ნიდერლანდების სასტიპენდიო პროგრამის მიზანია გაზარდოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული კადრების კომპეტენცია და უნარ-ჩვევები. ორგანიზაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თავად ირჩევს თანამშრომელს, კურსის დასრულების შემდეგ კი დასაქმებული ძველ სამუშაო ადგილს უბრუნდება. ტრენინგ-კურსი ორგანიზაციის საჭიროებებს ერგება, თანამშრომელი იმაღლებს კომპეტენციას და ეცნობა მის სფეროში გლობალურ, საერთაშორისო მიღწევებს, ეს კი თავის მხრივ ორგანიზაციის პირდაპირი ინვესტიციაა კადრების განვითარებაში.
წყარო: georgia.nlembassy.org