en
ge

კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“

2016 წლის 10 ოქტომბერს კონკურსი „მე – ომბუდსმენი" მეშვიდედ დაიწყო. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა" დაფინანსებით.
კონკურსი უნიკალურ შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი