en
ge

კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2016

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 01.11.2016
  • ბმული: http://www.womenfundgeorgia.org/?30%2F613%2F
ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია", რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა, წახალისება.
ამჯერად, ქალთა ფონდი იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეოთხე დაჯილდოვებისთვის მზადებას.
კანდიდატების წარდგენა იწყება 2016 წლის 29 სექტემბერს და ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ნოემბერი.
წყარო: ქალთა ფონდი