სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) იწვევს აუდიტორიულ კომპანიებს სატენდერო განაცხადების შემოსატანად შემდეგ მომსახურებებზე:
1. ორგანიზაციის ფინანსური აუდიტი
აუდიტორიულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
- 2011-2012 წლების ორგანიზაციული აუდიტის ჩატარება
- აუდიტის დასკვნის საფუძველზე ორგანიზაციის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის დოკუმენტის განახლება.
2. USAID-ის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების აუდიტი
აუდიტორულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პროექტების აუდიტის განხორციელება
USAID-ის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ტენდერზე განაცხადის
შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის მიერ ავტორიზებულ აუდიტორულ კომპანიებს.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ მისამართზე: t.kirvalidze@isfed.ge 2013 წლის 5 თებერვლამდე. სატენდერო წინადადების წარდგენისას კომპანიამ ნათლად უნდა მიუთითოს, თუ რომელ ტენდერზე აკეთებს განაცხადს.
სატენდერო წინადადებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ვებ-გვერდი
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება
- ინფორმაცია ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ თამარ კირვალიძეს: (+995 32) 2372882
წყარო: jobs.ge