რეგიონული აკადემია „გარდამავალი სახელმწიფოების იურისტები - სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი ტრანსფორმაციისთვის", 20 თებერვალი -9 მარტი, 2017, ბერლინი
გაცნობებთ, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამა „ევროპულ სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" აცხადებს კონკურსს რეგიონულ აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2017 წლის 20 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით ბერლინში ჩატარდება.
აკადემიას მასპინძლობს ჰერთის სახელმწიფო მმართველობისა და ბუცერიუსის სამართლის სკოლები. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
www.regionalacademy-caucasus.org.
წყარო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ვებგვერდი სოციალურ ქსელში