en
ge

სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კონკურსი

ფონდი აცხადებს სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კონკურსს. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:
ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობითა და განვითარებით სამეცნიერო კვლევების აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადების უზრუნველყოფას;
ბ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეშვეობით;
გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და ინტერდისციპლინური სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ხელშეწყობას;
დ) ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის წახალისებას სადოქტორო სწავლების საფეხურზე;
ე) ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტების მხარდაჭერას კარიერის საწყის ეტაპზე;
ვ) სადოქტორო სწავლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
წყარო: rustaveli.org.ge