პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვეთში, უკრაინასა და რუსეთში ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
მნიშვნელოვანი ფაქტები: 2017 წლის პროგრამის ქართველი ფინალისტები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. მასში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა
მისამართზე... ნახევარფინალისტები შეირჩევიან ანკეტების საფუძველზე და მათ გასაუბრებები ჩაუტარდებათ ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში. ფინალისტების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი კომისიის წევრები იღებენ ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისში.
წყარო: www.americancouncils.ge