„მშვიდობის განვითარების ცენტრი" იწვევს 18-30 წლის ახალგაზრდებს ვორქშოფებში, სამშვიდობო საკითხებზე, მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მოისმინონ და მცირე ჯგუფებში განიხილონ ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ამ ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მომსწრენი არიან ქვეყანაში არსებული კონფლიქტების, ყვებიან თავიანთ ისტორიებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ მოვლენებს.